- ლამაზი
- მოხდომილი, საამოვნის შესახედავისა, ან მორთული (ვეფხისტ. 16; ჩახრუხა. 78), прекрасный, приятный. თ. გოზალ, ს. სირუნ. მწყაზარი არს ლამაზზედ მეტი; შვენიერი და შნოიანი სრულის სიკეთით შეფერებული; ტანადი და კენარი, შვენიერი ტანითა; სალუქი - კაცი მოყვარე შემკობისა და მორთვისა, ხოლო ქალთათვის ითქმის კეკელა, კეკლუცი, კოკობზიკა და კოპწია; სანდომი კეკლუცი იყოს თუ დუხჭირი, მაშინც სანახავად საამოვნო, სახიერი - სახითა და საქმითაც კეთილი და ქველისმოქმედი; ნატიფი - მოხდენილად ტანადი; ტურფა - საამოვნოდ შვენიერი და ნარნარი, მკჳრცხე; უსული - ტურფად საამოვნო; ჰაეროვანი - კეთილსახოვნად მოხდენილი.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.